ჰაერი

                        რატომ არის დაბინძურებული ჰაერი?
ფაბრიკა-ქარხნებიელექტროსადგურები და ავტომანქანები უამრავ ნარჩენ აირს, ჭვარტლსა და მტვერს გამოყოფს ჰაერში. დაბინძურებული ჰაერი ადამიანს და სხვა ცოცხალ არსებას ფილტვებს უზიანებს. ჰაერის ზოგიერთი სახის დაბინძურებამ შეიძლება გონებასაც კი ავნოს. ჰაერში ნარჩენი აირების დაგროვება მჟავურ წვიმებს იწვევს, რომლებიც ხეებს, ტბებს, მდინარეებსა და შენობებსაც კი აზიანებს. ოზონი აირია რომელიც ატმოსფეროს ზედა ფენებში ბუნებრივად წარმოიქმნებაჟანგბადისაგან. დედამიწას ოზონის თხელი ფენა იცავს მზის ულტრაიისფერი მავნე სხივების ზემოქმედებისაგან. ოზონის ფენას საწვავის წვით წარმოქმნილი აირები და ფრეონი ანადგურებს, რომელსაც მაცივრები და აეროზოლები შეიცავს. თუ ოზონის ძირითადი ფენა დაზიანდა, კანის კიბოთი დაავადების შემთხვევები მოიმატებს.

No comments:

Post a Comment

პროექტის შაბლობი

  პროექტის გეგმა   თემის ავტორი სახელი და გვარი აისუნ შაპარაევა,ლენა თაზაიანი,ნურლან გუსეინოვი ...